„ოცნებამ“ საარჩევნოდ ჯიხაშკარი ზვიად გამსხურდიას ლიკვიდაციაში მონაწილე გია მხეიძეს ჩააბარა

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ ჯიხაშკარი ზვიად გამსხურდიას დევნასა და ლიკვიდაციაში მონაწილე გია მხეიძეს ჩააბარა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, გია მხეიძის ზუგდიდში ჩამოყვანა მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალადობრივი გზა აქვს არჩეული. ვინაიდან წიკლაურის განმარტებით, მხეიძე 1993-94 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში. წიკლაურის თქმით, მხეიძე ასევე ცნობილია 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევით, რისთვისაც იხდიდა სასჯელს. წიკლაურის თქმითვე, მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემესთან დაკავშირებით, ფარისევლობაა.