ოცნებიდან წასული დეპუტატების ფარული ვიზიტი ოცნების ოფისში

დღეს მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი: თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შენიშნა. ისინი ოფისში ავტომანქანებით ავტოფარეხის მხრიდან შევიდნენ. ისინი ამ დროს მთავარი არხის კამერამ დააფიქსირა. რა იყო ვიზიტის მიზანი უცნობია. ოფისში ამ დროს ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა.