“ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.
რომან კაკულია, მარიამ ჯაში და ბექა ოდიშარია “ქართული ოცნების” ეს დეპუტატები კენჭისყრას ესწრებოდნენ, თუმცა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ხოლო რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
91 ხმით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა.
გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.