ოცნების დეპუტატს თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს მისი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე ამბობს, რომ შემთხვევა სამუშაო საათებში ისნის მაჟორიტარის კაბინეტში მოხდა. ჯიშკარიანი იქ ნასვამი მივდა და თანაშემწესთან ფიზიკური სიახლოვე სცადა, ქალის წინააღმდეგობის შემდეგ კი აგრესიული გახდა და კაბინეტში ნივთები დალეწა. გოგონა მთავარ არხს უყვება, რომ დეპუტატმა ძირს დააგდო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონას სხეულზე არაერთი დაზიანება აქვს. დაზიანებები აღწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. გოგონა ყვება, რომ ძირს დააგდო და ფიზიკური სცემა. თამთა თოდაძე ამბობს, რომის მომხდარმა შოკში ჩააგდო. ოფისიდან გამოიქცა და სახლში მივიდა, რომელიც სამსახურთან ახლოსვე მდებარეობს.

მისი დედის თქმით შვილი სახლში დასისხლიანებული ხელით მივიდა, მას არაერთი დაზიანება ქონდა და ისტერიკაში იყო. მომხდარის შესახებ პატრულსაც შეატყობინეს, რომელმაც დეპუტატის კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა და დალეწილი ნივთები ამოიღო, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ილია ჯიშკარიანი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მთავარი არხის ინფორმაციით პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ქალის დაზიანებებია აღწერილი. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: სექსულური ძალადობა, ფიზიკური დაზიანება და ნივთის დაზიანება.

თამთა თოდაძე ამბობს, რომ ის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ფსიქოლოგის დახმარება დაჭირდა.მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი იცავს, რომლის წარმომადგენელი, ბაია პატარაია ეჭვობს, რომ ასეთი მძიმე ბრალდებების გამო ჯიშკარიანი უკვე დაკავებული უნდა იყოს და ის, რომ მისი დაკავება ჯერ არ მომხდარა მისი სტატუსით არის გამოწვეული.