“ევროპული საქართველო” აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს ახალგაზრდა ქალი, როგორ ესხმის თავს პარტიის აქტივისტებს. პარტიაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი პირი ქართული ოცნების აქტივისტი ანი გელოვანია, რომელიც, საქართველოს რკინიგზაში მუშაობს. “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით ის ოპოზიციონერ აქტივისტებს, კატო კოპალეიშვილსა და ანი ბარამიძეს თავს დაესხა. მათივე ცნობით, გელოვანი მობილურის წართმევას და გადაღებაში ხელის შეშლას ცდილობა.