ოეე, კალა…მიხეილ სააკაშვილის პასუხი კალაძეს

 

{{ARTICLEIMAGE}}„ოეე, კალ`ა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან„ – ასეთი კომენტარით გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა სტატიის ლინკი, რომელშიც საუბარია, რომ კახა კალაძემ თმა მილანში შეიჭრა.

ეს იყო საქართვეოლოს ექს პრეზიდენტის  რეაქცია კახი კალაძის განცხადებაზე, რომელიც მან დღეს ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა:

“თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციას ვაპირებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები, აბრძანდნენ და… ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს” – უთხრა თბილისის მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერი უწოდა და დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.