ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერვარსკვლავი კაირი ირვინგი თავისუფალი აგენტი გახდა. მან უარი განაცხადა ბოსტონის მიერ შემოთავაზებულ 21 მილიონიან კონტრაქტზე და თავისუფალ ბაზარზე გასვლა ამჯობინა.
ამ სეზონში არაერთხელ იწერებოდა იმის თაობაზე, რომ კაირის ბოსტონში ყოფნა არ მოსწონს და რომ მას გუნდელებთან კონფლიქტი ჰქონდა. ანალიტიკოსები კაირის მომავალ გუნდად ლოს ანჯელეს ლეიკერსს ან ბრუკლინ ნეთს ასახელებენ. მათი მტკიცებით, სწორედ ამ ორ გუნდს შორის გააკეთებს არჩევანს ირვინგი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კაირიმ საკუთარი აგენტი სამსახურიდან გაათავისუფლა და ჯეიზის კომპანიას შეუერთდა. შეგახენებეთ, ჯეიზი ბრუკლინ ნეთსის მფლობელია.
ამასთანავე ცნობილი გახდა ისიც, რომ კაირი ამ დროისთვის ნიუ-იორკში იმყოფება.
ალბათ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კაირიმ ბოსტონის მაისურით ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა, თუმცა საინტერესოა არჩევანს რომელ გუნდზე შეაჩერებს ამერიკელი სუპერვარსკვლავი.