ოღონდ პარლამენტთან არ შეიკრიბოთ და აღმშენებლობას დავიწყებთო-ელენე ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პარლამენტის ჯებირებით შემოღობვა აქციების შეჩერებას და ოპოზიციის გეგმების შეცვლას არ გამოიწვვევს.

“სიცილის გარდა სხვა ემოცია არ მომდის, მართლა სასაცილოა ხელისუფლება, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, ოღონდ აქ არ შეიკრიბოთ და აღმშენებლობას დავიწყებთ ამ ადგილასოო. ჯერ რაღაც რკინის ღობეები აღმართეს, ოღონდ აქცია შეეფერხებინათ, შემდეგ ზვიგენი მოიყვანეს შუაღამეს, ყველა მოკვდა სიცილით  ისეთი საშინელება იყო, თვითონ მოუწიათ წაღება. ახლა, ვითომ გაამწვანეს აქაურობა, ცხადია, შეშინებულები არიან, ოღონდ აქ აქცია არ იყოს. რა თქმა უნდა, აქცია იქნება. პირიქით, ხელი შეუწყვეს გზის უფრო  გადაკეტვას მარტივად.

რა თქმა უნდა, აქცია იქნება, ამ ტერიტორიაზეც, ბიძინას სახლთანაც, მათ ოფისთანაც იქნება .პიკეტიც იქნება. უბრალოდ, კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება ხელისუფლება. აქ არის დაღვრილი სისხლი, აქ არის დაკარგული თვალები, აქ მიდის მნიშნველოვანი საპროტესტო მოძრაობა მოტყუებული პროპორციულის გამო, რომელზეც მტელი მსოფლიო აღშფოთდა, გუშინ უყურებდით ევროპარლამენტში ესეთი დაუთოება ადამიანების არ მინახავს, შემრცხვა ჩემი ქვეყნის გამო.  კალაძემ გაიღვიძა და თურმე გამწვანების პროექტი უნდა შემოგვთავაზონ აქ სასაცილოა. სახეს კარგავს ხელისუფლება,ჩვენს გეგმებს ეს, რა თქმა უნდა, არ ცვლის, უბრალოდ კიდევ უფრო ასუსტებს მათ პოზიციებს ”-აცხადებს ხოშტარია.