ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ამ წუთებში სასულიერო პირები ვარდების მოედანზე პარაკლისს იხდიან.
საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 17:00 საათზე რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მრევლის მსვლელობა შედგება. სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია კონცერტიც.