ოჯახური ძალადობა ხაშურში

 

მამაკაცმა 33 წლის ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა ხაშურის ერთ-ერთ სილამაზის სალონში მოხდა.

 

ქმარმა ახალგაზრდა ქალს დანა 6-ჯერ დაარტყა, რის შემდეგაც დაშავებული სასწრაფო დამხარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა. ექიმების თქმით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მომხდარზე გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.