თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელია მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით.ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად სწორად მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციაზე განცხადება არ გაუკეთებია და შვებულებაშია, ამაზე მერმა მედიას ასეთი პასუხი გასცა.
„არ ვიცი, სად ისვენებს პრეზიდენტი. პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლებული არიან და მოლაპარაკებების შედეგად, ბორდერიზაციის პროცესიც შეჩერებულია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.