ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთთან ქალი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე, შუახნის ქალი გაიტაცეს. ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი უკანონო დაკავების ფაქტი დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დამატებით დეტალებზე სუს-ში ჯერჯერობით არ საუბრობენ.