ოკუპირებულ სოხუმში არეულობაა- ასლან ბჟანიას მომხრეები აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ უფლებამოსილების შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადადგომას ითხოვენ.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით ბჟანია მოწამლეს.
ბჟანიას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ის ხელოვნური კომიდან უკვე გამოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.