ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი მიანიჭეს

ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი მიანიჭეს, –  ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ცხინვალის ე.წ. მერის, ალან კოჩიევის, განცხადებით, გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიიღეს და მის 67 წლის იუბილეს დაამთხვიეს.

”ცხინვალის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩას დღეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი დაერქვა. ეს საკითხი დიდი ხანია განიხილება, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ გამოჩენილი თანადგომის გამო მადლიერების გამოხატვის ნიშნად, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს,პუტინის დაბადების დღეს მიიღო,“ – განაცხადა კოჩიევმა.