ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი მამაკაცი, ახლობლების ნაწილმა ზუგდიდის სოფელ ოტობაიადან დაიტირა, თუმცა ამჯერად სოფლების დამაკავშირებელ ხიდთან ცხედარი არ გააჩერეს- ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “ათინათი” ავრცელებს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ბოლო პერიოდში ხიდზე მიცვალებულის დასვენების უფლებას რუსი სამხედროები აღარ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს აღარ აძლევენ.
„რუსები რაც დადგნენ ე.წ. საზღვართან, მას შემდეგ გაჭირდა ძალიან, აფხაზები რომ იყვნენ, გადავდიოდით კიდეც. შვიდი წელია არ ვყოფილვარ სახლში“, -აცხადებს გარდაცვლილის ბიძაშვილი, რომლის სახლიც გამოღმა ნაპირიდან ჩანს. ახლობლები სახლიდან მიცვალებულის გამოსვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.