{{ARTICLEIMAGE}}
ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ხედავენ, ამის შესახებ სპუტნიკთან ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. კულტურის მინისტრმა განაცხადა. ჟანა ზასეევას თქმით “ოსეთმა რუსეთი ერთხელ უკვე აირჩია და ამ გზიდან აღარ გადაუხვევს. “2008 წლის ომში ჩემი შვილის, სხვა ბიჭების გვერდით რუსი ჯარისკაცი სამშვიდობოები იდგნენ. ისინი იცავდნენ ჩემს ხალხს, კოსტა ხეთაგუროვის სამშობლოს. ჩვენთვის, ოსებისთვის, რუსულ ენაზე სიზმრები ნორმალური მოვლენაა. ჩვენ ასე ვხედავთ [სიზმრებს]. მთელი ცხოვრება სახლში რუსულად ვსაუბრობთ. ყველაზე მაღალმთიან სოფლებშიც კი რუსულად გიპასუხებენ. მე ვამაყობ ჩემი ხალხით”, ამბობს ზასეევა.