ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის  რეჟიმი დღეიდან ე.წ. საზღვარს კეტავს.  შეზღუდვა დღეს საღამოს 8 საათიდან ამოქმედდება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტს ინფორმაციით ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი, ოკუპირებული რეგიონის სკოლებში გამოსაშვებ ღონისძიებებთან დაკავშირებით უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გახდა.

გამშვები პუნქტების მუშაობა 26-ს მაისს, დილის 6 საათიდან აღდგება.