ოკუპირებული ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმი პერევის ე.წ. სასაზღვრო პუნქტს რამდენიმე დღით კეტავს

ოკუპირებული ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება პერევის ე.წ. სასაზღვრო პუნქტს რამდენიმე დღით კეტავს. როგორც საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაშია აღნიშნული, გამშვები პუნქტი რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე დაიკეტება.

მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა სინაგურისა და მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული პუნქტი ” საქართველოსთან სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ” გაიხსნება.