{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ ძირითადი ბირთვის შეცვლა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არ უნდა ხდებოდეს.
ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც პირველი პრეზიდენტის დროსაც მუშაობდნენ და ეს არის საკადრო განძი, რომელიც ინსტიტიციურ მეხსიერებას ინახავს.
“არ შეიძლება, ეს ადამიანები ასე შეურაცხყოფილად, აგდებულად, ერთი ხელის დაკვრით კანონიში შეტანილი ცვლილებით გაუშვა თანამდებობიდან ისე, რომ ყველა რეგულაცია იყოს უგულველყოფილი. ბევრი ელოდება და ფიქრობს ახალ სამსახურზე, თუ შემცირება მოხდება, თუმცა ამ ხალხს ეუბნებიან, რომ ვითომ არც გიმუშავიათ ამ წლების განმავლობაში და ამის დაშვება არაფრით შეიძლება”,განუცხადა ჩიხრაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადამინისტრაციაში, სადაც არასამთავრობოებთან შეხვედრა იმართება.
თანამშრომლები, რომელებიც უკვე წლებია, ადმინისტრაციაში მუშაობენ და საჯარო მოხელის სტატუსი აქვთ, უმუშევარი რჩებიან. მათი შესაძლო გათავისუფლების საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც სალომე ზურაბიშვილს აძლევს უფლებას, გაათავისუფლოს ყველა ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გარეშე.
კანონპროეტზე ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, კანონპროეტის ავტორსა და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ თუ კანონი ძალაში შევა, პრობლემა სხვა საჯარო სამსახურების თანამშრომლებსაც შეექმნებათ.
საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონსულტაციების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავენ. გიორგი კახიანის თქმით, ინიციატივის შესახებ კითხვები მასაც ჰქონდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დატოვებს, მესამე სექტორი არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. ამ თემის განსახილველად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა იგეგმება.
ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს.
ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დატოვებს, მესამე სექტორი არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. ამ თემის განსახილველად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა იგეგმება. ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს. ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.