ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი, აუღებელი ხელფასი – ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი ისევ გაიფიცა.
ექიმები 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებასა და კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ონკოლოგიური კლინიკის ექიმები უკვე მეორედ გაიფიცნენ. რამდენიმე კვირის წინ, ექიმები ზუსტად იგივე მოთხოვნებით გაიფიცნენ.