ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ეროვნული ბიბლიოთეკისკენ გადაინაცვლეს, სადაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ელოდებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლებს წინ პოლიციის კორდონი გადაუდგა, თინა ბოკუჩავა ვაჟა სირაძისგან პასუხს მოითხოვდა, რის საფუძველზე იკრძალება მათი გადაადგილება.
პოლიცია ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.