ოპოზიცია დამნაშავე ჩინოვნიკების შავი სიაზე მუშაობას მომავალ კვირას დაასრულებს

მომავალ კვირას ოპოზიცია ამ წელს პირველად შეიკრიბება და ე.წ. შავი სიის საბოლოო ვარიანტს ჩამოაყალიბებს. სიაში ხელისუფლების ის ჩინოვნიკები შევლენ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში მონაწილეობენ.  მათ შორის პროკურორები და მოსამართლეები. შესაძლოა სიაში მოხვდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრებიც. ოპოზიცია აპირებს შავი სია უცხოელ პარტნიორებს გადასცეს, რათა სიის წევრებს თავისუფალ ქვეყნებში მოგზაურობა აეკრძალოდ. 

ოპოზიციის შეხვედრის კიდევ ერთი თემა სადღესასწაულო დღეების შემდეგ საპროტესტო აქციების განახლებაა. ოპოზიცია აქციების და პიკეტირების გაგრძელებას გეგმავს.