ოპოზიცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართავს

16 ოპოზიციური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს – ჯანი ბუკიკიოს მიმართავს, სასამართლო რეფორმის შესახებ ხელისუფლების გეგმებს აცნობს და იმ საფრთხეებზე მიუთითებს, რაც კლანური მმართველობის სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ დარჩენას მოჰყვება.
მიმართვის ავტორები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საკუთარ რეკომენდაციებს უგზავნიან და მოუწოდებენ, შეაჩერონ ქართული ოცნების გადაწყვეტილება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ.
მიმართვის ავტორები თვლიან, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს უქმნის და შესაძლოა მძლავრი სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს.
ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უნდა მოუწოდოეს ეს პროცესი შეაჩეროს, დიალოგი გამართოს ოპოზზიციურ პარტიებთან,არასამთავრობო ორგანიზაციებთან და არსებული ალტერნატივები გაითვალისწინონ.
ვენეციის კომისიის წევრები თბილისში მომავალ კვირას ჩამოვლენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ წერილის შინაარსი მათ პირადად გააცნონ.