ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და არ აინტერესებს, რა დაუჯდება ეს ქვეყანას.
მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ლუი XV-ს აგონებს.
,,როდესაც ვხედავ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა, ჩემს მერე წარღვნაც მოსულაო. ამათი ინტერესი რეალურად არის ის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და რა ფასად მოვლენ, ქვეყანას ეს რად დაუჯდება არ აინტერესებთ”,- ამბობს კილაძე.