ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია დღეს არ გაიმართება

გაერთიანებული ოპოზიცია გუშინ დაანონსებული აქციის გამართვას დღეს არ გეგმავს. ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ყოველდღე უწევთ გეგმის შეცვლა და არ ელოდნენ, რომ დავით კირკიტაძეს დააკავებდნენ. “დღეს სამართლებრივ ენაზე უნდა დავალაგოთ ყველაფერი და მივაწოდოთ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს”,განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ცნობილი იყო, გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებდა. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ განაცხადა. მისივე თქმით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება დღეს შეიტყობდა. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი.

“აქციები იქნება შეუწყვეტელი, რომელიც იქნება მშვიდობიანი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ.