დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება არაკანონიერია.
„პოლიციის მობილიზება არის მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს პრევენცია და თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება.
ჩვენ ვიცით მათი ქმედებები, ესაა კანონიდან გადახვევა, ბლოკირება. პარლამენტის ბლოკირება არის სისხლის სამართლის დანაშაული. მათი მიზანია, რომ მოხდეს შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება. ყველანაირ მშვიდობიან და კანონიერ ფორმას სცდება ბლოკირება
ეს დისკომფორტი არ არის ჩვენთვის, რადგან არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ განსხვავებული მოსაზრება. ყველას ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებზე ვერ გვექნება. მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შენარჩუნდეს სიმშვიდე. ოპოზიციას მოვუწოდებ კონსტრუქციულობისკენ. პირველ რიგში, ეს აზიანებთ მათ და მათ ინტერესებს”,- განაცხადა კალაძემ.