კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა – ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. ცვლილება ე.წ. ოქროს სიის წევრ 217 კომპანიას შეეხება.
აღნიშნული ბრძანება 2019 წლის 31 მაისით თარიღდება და მას ხელს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აწერს.
ბრძანების მიხედვით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).
ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება 12 ივნისს ამოქმედდება.