თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე და მისი პერსონა უინტერესოა. კალაძე ფიქრობს, რომ ყველამ, ვინც დამნაშავეა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
„შესაბამისი უწყებები მოქმედებენ ისე, რომ ყველამ გასცეს ჩადენილ დანაშულს პასუხი. ირაკლი ოქრუაშვილი, ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო. არის კითხვები, ის გასცემს იმ კითხვებზე პასუხს, მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.