სააპელაციო სასამართლომ დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის საჩივარი განსახილველად არ მიიღო, შესაბამისად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ადვოკატი, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდა.
პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე კემულარია აცხადებს, რომ ის რომ სააპელაციო სასამართლომ არც კი განიხილა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სახიფათო პრეცედენტია.
„ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, პრაქტიკა, რასაც ეს ხელისუფლება ქმნის, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეზე, რომელშიც პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი გარდა პოლიციელების ჩვენებისა, რომლებიც დაპატიმრების წინა დრეს გამოაცხობინეს ამ მაღალჩინოსნებს, პოლიციელებს, და კადრი რომელიც ნახა, იქ წითელი ისრის გარდა იქ საინტერესო არაფერი არ არის, არა თუ ტალღა, მეტი სხვა არაფერი. საერთოდ არ განიხილეს. არც არგუმენტები განიხილეს, არც რაიმე მტკიცებულებები ან საერთოდ არსებობს თუ არა რამე სარწმუნო ერთობლიობა, საერთოდ არ იმსჯელეს ამაზე. აბა რისთვის არსებობს სააპელაციო სასამართლო. საზოგადოებას აინტერესებს უთხრან, რომ ხომ არ შეეშალა პირველ ინსტანციას სააპელაციო განიხილავს ამას ყველაფერს. საერთოდ არ განიხილეს, დაუშვებლად ცნეს და არ განიხილეს,“-განაცხადა კოტე კემულარიამ.
ირაკლი ოქრუაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.