„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი სავადო ხელმოწერაზე კომლექსური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.
ოქრუაშვილის ინტერესების დამცველისთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიუღებელია.
„ეს რომ არაობიექტურია, ეს ცალსახაა, ვინაიდან, საქმეში, მოგეხსენებათ, გვაქვს სამი დასკვნა, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ 2010 წლის ოთხი თებერვლის დოკუმენტზე შესრულებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არის ნამდვილი, ანუ შესრულებულია მის მიერ. არცერთ ექსპერტს ამაში ეჭვი არ შეუტანია, ამ ექსპერტიზის დასკვნის დასადებად გამოყენებული იქნა ქიბარ ხალვაშსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის დადებული ხელშეკრულებები, სადაც არსებობს 14 ხელმოწერა და 14 ხელმოწერის ნიმუში დედნის სახით, რომელიც იქნა შედარებული 2010 წლის 4 თებერვლის დოკუმენტს, ამ დოკუმენტზე შედარების შედეგად იყო ცალმხრივი და ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის ეს ხელმოწერა. ვფიქრობთ, რომ გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს, მოვითხოვთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას, კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას,“ – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა.
შეგახსენებთ, სამხარაულის სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ქიბარ ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.დასკვნის მიხედვით, დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.