ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია The Independent Film & Television Alliance (IFTA) საქართველოს შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უგულებელყოფს და არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში მოღვაწე ემიგრანტი, იურისტი თეიმურაზ ღვანია გვაწვდის. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული ფაქტის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მისწერა, თუმცა საგარეო უწყებიდან რეაგირება არ ყოფილა.
საერთაშორისო ორგანიზაცია “The Independent Film & Television Alliance”-ის 2018 წლის დოკუმენტში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო მოხსენიებულია როგორც „დსთ“-ში შემავალი რესპუბლიკები ხოლო სამაჩაბლო მოხსენიებულია როგორც სამხრეთ ოსეთი, რომელიც ამჟამად ” სამხრეთ ოსეთი ალანიის” სახელითაა ცნობილი. ამ დოკუმენტს ეყრდნობა მედია საშუალებების 90%, როდესაც ამა თუ იმ მიზნით სალიცენზიო ტერიტორიას განსაზღვრავენ.
ორგანიზაციის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი, გამოიყენება როგორც საერთაშორისო ტერიტორიალური მოწყობილობის მაგალითი მსოფლიოს სატელევიზიო, კინო და ტელეკომუნიკაციის სფეროში.
ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია The Independent Film & Television Alliance (IFTA) დაარსდა 1980 წელს და აერთიანებს 130 ქვეყანას, უამრავ საერთაშორისო მედია კომპანიას და აწესებს რეგულაციებს ისეთ სფეროზე, რომელიც პირდაპირ მოქმედებს უმნიშვნელოვანეს მედია სივრცეზე, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია ვირუსივით ედება მთელს მსოფლიოს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან. ამას წინ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი უძღოდა. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან საქართველო ერთადერთია, რომელიც დსთ-ს წევრი არ არის.
1991 წლიდან დღემდე დსთ-ს წევრები არიან : რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ერთი ასოცირებული წევრი თურქმენეთი.