მკვლელობა წავკისში

{{ARTICLEIMAGE}}

“ბიჭებო თქვენ მოგიკვდით მე, როგორ გაგვამწარეთ,არც ძილი მეკარება და ვერ სლუკუნს ვიჩერებ. განსაკუთრებული სისასტიკეო, ალბათ ბიჭები კიარ დაჭრეს დაჩეხეს, საავადმყოფომდე ვერ ჩააღწიეს გზაში სისხლისგან დაიცალნენ, მერე უცებ ტკივილი გაქრა და აწი იქნება სულ ძილი. ორი ბიძაშვილი უნდა დავასაფლავო, ორ ახალგაზრდა ბიჭს მიწა უნდა დავაყარო”, სოციალურ ქსელში ამ სტატუსს მოკლულის ნათესავი ლუკა ფეიქრიშვილი აქვეყნებს.

გუშინ საღამოს, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. გარდაცვლილები 26 და 28 წლის ახალგაზრდები არიან. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცავი უწყება დაპირისპირების ადგილზე ღამის განმავლობაში მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.