“ორკესტრირებული შავი პიარის ავტორებს” თიბისი ბანკი ხაზარაძის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს

{{ARTICLEIMAGE}}

პროკურატურის მიერ “თიბისი ბანკიდან” დოკუმენტების ამოღებას საფინანსო დაწესებულება განცხადებას უძღვნის და ამასთან, 8 იანვრის ღამეს მედიაში (“პორტალი კვირა”) გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმად “თიბისი ბანკის” დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო შესაძლოა, ბრალი წარუდგინონ.

მედიაში გავრცელებულ აღნიშნული შინაარსის სტატიას ბანკი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვად აფასებს.

“8 იანვარს, გვიან საღამოს, რამდენიმე მედიაპორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას. ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – “თიბისი ბანკს” – ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს.

“თიბისი ბანკი” არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ. “თიბისი ბანკი” არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში ((Fთშ250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ “თიბისი ბანკის” არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი.

“თიბისი ბანკს” და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

• არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;

• არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;

• რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2014 და 2016 წლებში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე “თიბისი ბანკის” აქციების განთავსებასთან დაკავშირებით, დეტალურად იქნა შემოწმებული და დადებითად შეფასებული, მათ შორის ინგლისის რეგულატორის მიერ;

• ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

“თიბისი ბანკი” ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს “თიბისი ბანკის”, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად”, აღნიშნულია “თიბისი ბანკის” განცხადებაში.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს რომ მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო შესაძლოა, ბრალი წარუდგინონ, ამის შესახებ ინფორმაცია მედიაპორტალმა კვირამ 8 იანვრის ღამეს გამოაქვეყნა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“ექსკლუზიურად ცნობილი გახდა იმ სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომლის გამოძიებასაც საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმად “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მრავალსვლიანი ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი მაქინაციების შესწავლა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთის მხრივ საქმეს სწავლობს ეროვნული ბანკი, ხოლო სისხლის სამართლებრივ გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. ჩვენი ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოიყენა სანქციები და “თიბისი ბანკს” მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საბანკო სფეროსთვის დაახლოებით იგივეა, რაც საყოფაცხოვრებო დონეზე მოძალადე მშობლისთვის ოჯახის წევრთან კონტაქტის აკრძალვა, ანუ შემაკავებელი ორდერი. ამას გარდა რეგულატორმა ადმინისტრაციული წესით, საკუთარ აქციონერებთან საეჭვო გარიგებებში შესვლის გამო “თიბისი ბანკს” 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

რაც შეეხება სისხლის სამართალს, აქ საქმე გაცილებით მძიმედაა, ვინაიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმის გამოძიებას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით აწარმოებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების დანაშაულებრივი სქემა ასე გამოიყურება: 2008 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენ ავთო წერეთლის კუთვნილ კომპანიებზე (“სამგორი M” “სამგორი თრეიდი”) “თიბისი ბანკმა” ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი გასცა. იმავე დღეს ამ კომპანიებმა “თიბისი ბანკისგან” მიღებული კრედიტი გადაასესხეს ფიზიკურ პირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წერეთლის კომპანიები ერთი დღე არ მომსახურებიან ბანკისგან მიღებულ კრედიტს, ბანკში ერთი თეთრი არ შესულა და მიუხედავად ამისა, იმავე წლის დეკემბერში “თიბისი ბანკმა” ეს სესხები ბალანსს გარეთ გაიტანა, ანუ ჩამოწერა. ბანკმა სესხები კი ჩამოწერა, მაგრამ ზემოხსენებულ კომპანიებს ფორმალური ვალდებულება ბანკისადმი მაინც უნარჩუნდებოდათ, შესაბამისად უნარჩუნდებოდა ვალდებულება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, ავთანდილ წერეთელმა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ფულის გათეთრების სქემის ავტორს და სარგებლის მიმღებ მამუკა ხაზარაძეს, გაეთავისუფლებინა მისი კომპანიები “თიბისი ბანკის” წინაშე არსებული ფორმალური ვალდებულებებისაგან. ამისთვის კი, როგორც წყარო ამბობს, მამუკა ხაზარაძემ ახალი სქემა შეიმუშავა: ვირჯინიის კუნძულებზე თავის მოადგილეს პაატა ღაზაძეს დააფუძნებინა ოფშორული კომპანია “Martello Group, რომელმაც “თიბისი ბანკის” დირექტორის ვახტან ბუცხრიკიძის თანხმობით გადაიბარა წერეთლის კომპანიების ვალდებულებები “თიბისი ბანკის” მიმართ, ასევე მოთხოვნები ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ. “სხვა გარემოებებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბანკის გენერალური დირექტორი ბუცხრიკიძე დათანხმდა – საქართველოში მოქმედი, წარმატებული, აქტივების მქონე კომპანიის ვალდებულებები გადაებარებინა ოფშორში ჩაკარგული, ქაღალდზე არსებული კომპანიისათვის, საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა იმის დასტურად, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და ტოპმენეჯმენტი საკუთარ ბანკს ძარცვავდნენ.


ნიშანდობლივია, რომ “თიბისი ბანკს”, წერეთლის კომპანიებს და მამუკა ხაზარაძეს შორის ვალდებულებების გადაბარების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები 2012 წლის 29 სექტემბრით არის დათარიღებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თარიღი მიღება-ჩაბარების აქტზე გაყალბებულია და მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ უკანა რიცხვით არის შედგენილი. როგორც ჩანს, ხაზარაძე არჩევნების შედეგებს ელოდებოდა და სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ისტერიულად დაიწყო დანაშაულებრივი კვალის წაშლა. სიჩქარეში მას გამორჩა, რომ 2012 წლის 29 სექტემბერი კვირა დღე იყო, როცა საქმიანი დოკუმენტები არ დგება.


“მიღება-ჩაბარების აქტის გამყალბებელი ვარაუდობდა, რომ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ავთო წერეთელი და მამუკა ხაზარაძე ინგასი და მურტალოსი არ იყოს არავის გაახსენდებოდა, რადგან პირველ ოქტომბერს ნაცებისთვის დიდი სამამულო ომი დაიწყო. გაიზიარებს თუ არა მურტალოს ბედს ხაზარაძე, ამ კითხვაზე პასუხი თემიდას მივანდოთ. დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ მამუკა ხაზარაძეს, არც ეს უნდა იყოს მისთვის ტრაგედია. ციხეში ბევრი მჯდარა, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ გეპეის კომკავშირის მდივნობიდან მოყოლებული, ათეული წლების განმავლობაში ნალოლიავები რეპუტაცია ასეთი იაფფასიანი მაქინაციებით იმსხვრევა. მსხვრევა და ტრაგედიაა, როცა მეცენატი, ლიტერატურის ქომაგი, ჩოხოსანი, ცხენზე სომბრეროთი მოჯირითე არისტოკრატი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მის მიერვე დაფუძნებულ ბანკში დეპოზიტარების ფულს მოპარვაში იქნა მხილებული”, ამბობს “კვირას” რესპონდენტი.

 

პოპულარული

ოთარ ფარცხალაძე–რომანოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის ბატალიონ “გეორგიევსკ“–თან ერთად

რუსეთში შეიქმნა საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა....

დუგინი: „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“

რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ კიევს რუსეთის ჯარები...

რეკორდული ტენდერები „ოცნების“ შემწირველისთვის

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

“შეინახეთ მოპარული ფული, ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად” – სააკაშვილი “ოცნების” წევრებს

"შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად"...

დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა. გელოდები – წითლიძე გვარამიას

" დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა" -ამის...

შარმანაშვილი – ღარიბაშვილზე „დიფ სთეითმა“ იმოქმედა

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული პირების...

ყველა ამბავი

პუტინი რუს ფოსტალიონებს უკრაინული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემს

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაფართოების ფონზე, რუს ფოსტის თანამშრომლებს დრონებთან ბრძოლის სპეციალური საშუალებები გადაეცემათ.რუსეთის მთავრობამ ფედერალური საფოსტო სამსახურის...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიღრმეში რეკორდულ მანძილზე მიიტანეს იერიში

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად მიაღწიეს რუსეთის შორეულ ჩრდილოეთ რეგიონს — იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა დიმიტრი...

ის[ფარცხალაძე] არის რუსი რომანოვი – მასზე კითხვები უნდა გაჩენილიყო ადრე, როდესაც გენერალური პროკურორი იყო – ზურაბიშვილი

"ის არის რუსი რომანოვი - მასზე კითხვები უნდა გაჩენილიყო ადრე, როდესაც გენერალური პროკურორი იყო"- განაცხადა ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა...

ალბათობა იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა „ყველა ადამიანი გაანადგუროს“, 10%-ს აღემატება–Anthropic-ის მკვლევარი

ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა უახლოეს ათწლეულში მთელი კაცობრიობა დაღუპოს, — მიიჩნევს კომპანია Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ექსპერტი ევან ჰიუბინგერი. მისი...

FBI-ს მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში: აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 175 წლით პატიმრობა ემუქრება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან შტატებში 36 წლის რუსი ვებდეველოპერის, სერგეი ფილიმონოვის ექსტრადიცია განხორციელდა. დაკავებულს მასშტაბურ საერთაშორისო კიბერდანაშაულსა...

“შეინახეთ მოპარული ფული, ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად” – სააკაშვილი “ოცნების” წევრებს

"შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად" - წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი."ღარიბაშვილი ჯერჯერობით...

ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმიდან აფრენილი ორკაციანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი Aerospool WT-9 Dynamic თურქეთის ქალაქ რიზეს მახლობლად, პაზარის რაიონის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ავარიულად...

რას მალავს „ოცნება“ ჩორჩანას საგუშაგოზე

შესაძლოა ხელისუფლება მზადაა ჩაიდინოს მძიმე ღალატი და ქართული მიწები საოკუპაციო რეჟიმს დაუთმოს. ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს...

გულდასაწყვეტია, რომ ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის გუნდს – მაჭავარიანი ღარიბაშვილზე

„აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ისაა, რომ ძალიან ცუდად ემთხვევა ის,...

უკრაინის გენშტაბის თქმით, ომში რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.ომის დაწყებიდან დღემდე,...

„სიმართლისთვის მიღებული ორდენია“ – ფარცხალაძე სანქციებზე

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მონაწილე ოთარ რომანოვ-პარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციების სიებში...

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის...