შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.
გახარიას თქმით, მოქალაქეობა მას სააკაშვილმა მიანიჭა, ხოლო ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს.
„ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს და ბევრი წელია, არც მქონია. ამაზე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა ისიც ბევრი წლის წინ“, – განაცხადა გახარიამ.