{{ARTICLEIMAGE}}
ვერაზე 15 იანვარს მომხდარი სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ადუაშვილია, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა ბრალდებული საპატიმროში ჯერ არ გადაუყვანიათ, რადგან ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. გამოძიების ინფორმაციით, ადუაშვილმა 1988 წელს დაბადებულ ზურა ჯუჭავას ავტომობილიდან ესროლა და დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეორე დაკავებული კი ადუაშვილის მეგობარი კოტე ჯორბენაძეა. მის წინააღმდეგ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაიწყო.
ავტომობილის ჩაცხრილვას წინ ჩხუბი უძღოდა – ადუაშვილი დაიჭრა, შემდეგ კი ცეცხლი იმ ავტომობილისკენ გახსნა, სადაც კუჭავა იჯდა. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. დაჭრილი ზურაბ კუჭავა და რამდენიმე პირი მთელი ღამის განმავლობაში თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ, თუმცა მათ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.














