ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა, ერთი მათგანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
რომელი კომპანია ახორციელებს მშენებლობას ჯერ-ჯერობით უცნობია. გამოძიება სსკ-ს 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.