“ორთქლის უთო გადამატარეს ზურგზე” – ქალი რომელიც მძარცველებმა აწამეს

ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუშინ უთოთი აწამეს, მომხდარ საზარელ ფაქტს იხსენებს. ნანი ფუტკარაია, “მთავართან” ამბობს, რომ თავდამსხმელს ფეხზე ბახილები ეცვა, სახეზე კი ნიღაბი ეკეთა.
მისი თქმით, ბოროტმოქმედმა ის უთოთი დაწვა და შემდეგ პურის საჭრელი დანით დაჭრა. ახალგაზრდა ქალი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი 38 000 ლარს ითხოვდა. საბოლოო ჯამში კი 3 500 $-ისა და 3 000 ლარის წაღება მოახერხეს.

“ქონდა იარაღი, რომელიც ედო ქამარში, თუმცა იარაღი არ გამოუყენებია. დამანახა, რომ ჰქონდა. უთო მე თვითონ მქონდა ჩარეთული, რაც გადამატარეს ზურგზე. ითხოვდნენ თანხას, რომელიც სახლში ეგულებოდათ. თუმცა არ მქონდა იმდენი, რამდენსაც ელოდნენ, რამაც აგრსია გამოიწვია. 38 000 ლარს ითხოვდა. სახლში 3 500 % და 3 000 ლარი იყო. ეს თანხა და ოქროულობა წაიღეს”- აცხადებს დაზარალებული.

არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევის შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ყაჩაღობა თბილისში – ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს