დიმიტრი ცინცაძის ფილმის “შინდისი” პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმს წელს ოსკარზე წარადგენენ.
გადაწყვეტილება, 31 ივლისს, რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.
ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება და რეალურ ისტორიას ასახავს.11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი.