{{ARTICLEIMAGE}}
“ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” არ აინტერესებთ მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი და რეალურად, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება.
“ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. ორი საკითხია ჩვენთვის სრულიად ნათელი. ერთი – მოსამართლეთა სია შეთანხმებული იყო ივანიშვილთან. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში ჩინჩალაძის უვადოდ გამწესება არის ივანიშვილის სურვილი და თუ ვინმეს უმრავლესობიდან ამასთან დაკავშირებით რამე პროტესტი აქვს, ბიძინა ივანიშვილის მისამართით უნდა დააფიქსიროს ეს პროტესტი. თუმცა ამას ვერ ბედავენ იმიტომ, რომ რეალურად მათ ეს თემა არ აღელვებთ. მათ აღელვებთ შიდა კლანური ურთიერთობების გარკვევა.
რაც შეეხება ქალბატონ ბესელიას თემას, იგი ივანიშვილის სურვილით გაუშვეს თანამდებობიდან. საზოგადოებას შემოგვასაღეს, თითქოს რაღაც პრინციპული პოზიციების გამო დატოვა თანამდებობა. ეს ასე არ არის”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები ოპოზიციისთვის “ქართული ოცნების” ჩამოშლის დასაწყისია
ირაკლი კობახიძე გუნდის წევრებს სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელა
ბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)