შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 85 წლის ო.გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს. თვითმხილველების ცნობით, 85 წლის მამაკაცი სიცოცხლის ხელყოფით სხვა პირებსაც ემუქრებოდა.