4 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მამინაცვლის პირველი კომენტარი

 

„რა შემაკავებელი ორდერი, არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი, “კონტრაში” არიან ჩემთან. არავის ეკრძალებოდა მიახლოება, ჩემთან იზრდებოდა ბავშვი. იცოდა პოლიციამ, რომ დედასთან იყო ბავშვი. იცოდნენ, რომ დედა არაფრის ის არ იყო… და ყურადღების ქვეშ იყო ყველაფერი,“ – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი

ნაძალადევის რაიონში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დედა დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. როგორც მეზობლები ამბობენ ბავშვს დედა და მამინაცვალი ხშირად სცემდნენ. ერთ-ერთი შემთხვევის დროზე ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

გარდაცვლილის მცირეწლოვანი და-ძმა განყოფილებიდან სოციალურმა მუშაკმა თავშესაფარში გადაიყვანა. მამინაცვალი კი დაკითხვაზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

ბავშვის მშობლები ამტკიცებენ რომ ბავშვი ავად იყო და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ამ ფაქტს არ ადასტურებენ მეზობლები რომლებიც საუბრობენ ოჯახში სისტემატურ ძალადობაზე და გოგონას მკვლელობას არ გამორიცხავენ. მათივე ინფორმაციით გასულ კვირას ბავშვმა ცემისგან სერიოზული ტრამვები მიიღო რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუშინ 4 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.