ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გამთენიისას მოხერხდა. დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი – 30 ჰა ფართობი.
ცეცხლი შემოქმედში გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის ქრობის და ცალკეული კერების დამუშავების პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.