“პაატა სალია ამას განცხადებაში ჩემზე წერთ?” – ნოდარ მელაძე სალიას სიცრუეში ადანაშაულებს

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებას ტყუილს უწოდებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის “ფეისბუქის” გვერდზე არც ერთი ლაივი არ გაუშვია, ასევე არ მიუღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება თუ ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადააბაროს გვერდი. 

“ტყუილია 1 – რუსთავი 2 ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში რა ლაივი გავუშვი პირადად მე – პასუხი არც ერთი.

ტყუილია 2 – ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი , არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.

“უპასუხისმგებლობა” – Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გავარგძელება ექნება ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს.”-წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-მა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის ფეისბუქ გვერდს უკანონოდ იყენებენ, და ეს ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშაულის ნიშნებს.

“უკვე რამდენიმე დღეა “რუსთავი2”-ის “Facebook” გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეჰყავს. “რუსთავი2″-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს.”- წერია განცხადებაში.