პანდემია სულ უფრო სწრაფად ვრცელდება– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

Covid-19–ის მიერ გამოწვეული პანდემია პლანეტაზე სულ უფრო სწრაფი ტემპებით ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰან გებრეიესუსმა განაცხადა.

“პირველი შემთხვევის დადგენიდან იმ მენტამდე, სანამ დაავადებულთა რიცხვი 100 000–ს მიაღწევდა, 67 დღე გავიდა. 100 ათასიდან 200 ათასამდე 11 დღე. მესამე 100 ათასი შემთხვევა კი სულ რაღაც ოთხ დღეში გამოჩნდა“ –განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ამჟამად დაავადება მსოფლიოს მაშტაბით 366,946 ადამიანს აქვს დადასტურებული. გარდაცვლილია 16 000–ზე მეტი. გამოჯანმრთელდა 101,065 ადამიანი.