შეფერხება თბილისის მეტროში- დილიდან რამდენიმე მატარებელი მგზავრთა გადაყვანის დროს გაჩერდა, მათ შორის ერთ-ერთი კი- მატარებელი სამგორისა და ისნის სადგურებს შორის გვირაბში 20 წუთის მანძილზე შეფერხდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შეფერხების მიზეზად ერთ-ერთი მატარებლის გაუმართაობას ასახელებენ.
მგზავრების ინფორმაციით, მატარებლის გვირაბში გაჩერებამ მგზავრებში პანიკა გამოიწვია.
“იმის გამო რომ მატარებელი მგზავრებით იყო სავსე, სუნთქვა გვიჭირდა, არ ვიცოდით რამდენ ხანს უნდა ვყოფილიყავით გაჩერებული და რა იყო შეფერხების მიზეზი”-აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
ამ დროისთვის მეტრო მგზავრებსმეტრ შეუფერხებლად ემსახურება.