პანიკა თბილისი-ბათუმის მატარებელზე- ორი ჩინელი მგზავრის გამო თბილისიდან მატარებელი ვერ გადის

ბათუმი-თბილისის მატარებლის მგზავრების პანიკის გამო, მატარებელი ვერ იძვრება. მათი თქმით, მათთან ერთად ორი ჩინეთის მოქალაქე მგზავრობს, რომლებსაც სურდო აქვთ.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ორ მგზავრს, რომელებიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეები არიან, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდათ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, იმყოფებოდნენ თუ არა ბოლო დროს ისინი ჩინეთში.

სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმებას უტარებს.

მატარებელი 18:00 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიძვრება.