პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის – „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია „ფერი” განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამდენად ელოდებიან ადგილობრივების პროტესტს 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ეს კიდევ ერთი ჰესის – „ხადორი – 3“-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა, იორდანიშვილის თქმით, „კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები“, თუმცა აღნიშნული ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ ჰესის მშენებლობას მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან რამდენიმესაათიან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.