პანკისში მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

პანკიში მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1998 და 1990 წლებში დაბადებული ორი პირი. 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს პანკისის სოფელ საკობიანოში ერთი ადამიანი მოკლეს. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.