“პანორამა ჩემს მიერ შექმნილი უნიკალური პროექტია”- ივანიშვილი

„ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად 20ივნისის მოვლენებსა და მინისტრ გახარიას ეხებოდა. მან ასევე “პანორამა თბილისი” პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროექტს მხოლოდ ოპოზიცია და მათი მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

“თქვენ ნახეთ, მთელი ნაციონალური მოძრაობა, აბა ნახეთ და მათგან მართული NGO-ები, საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე. აბა ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული NGO-ები. მათ უნდათ რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ რომ დაანგრიონ ქვეყანა,”- განაცხადა ივანიშვილმა.