პანორამა თბილისთან ამ დროისთვის იმყოფებიან საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდის დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ გეგელია.
იქ მისული ადამიანები შემთხვევის ადგილზე შესვლას ითხოვენ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ 3 მუშა მშენებლობიდან გადმოვარდა.
ადგილზე მისულ პირებს შესვლის საშუალებას ობიექტის დაცვა არ აძლევს, ამის გამო ვითარება დაიძაბა და დაცვის წევრებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ამ დროისთვის სამივე დაშავებული მუშა საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს – დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას, ფეხი აქვს მოტეხილი.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.